ბენიამინ ნეთანიაჰუს შტაბთან თელ ავივში საპროტესტო აქცია გაიმართა

04 აპრ 2025

ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს პარტიის შტაბ-ბინასთან მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. დაპირისპირება იყო დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, „ჰამასის“ მიერ მძევლად აყვანილი პირების ოჯახის წევრები.

კიდევ ერთი აქცია გაიმართა თელ-ავივში უნგრეთის საელჩოსთანაც, სადაც ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში სახელმწიფო ვიზიტი გააპროტესტეს.

შეკრებილები აღნიშნავდნენ, რომ ნეთანიაჰუ ყველას საფრთხეს უქმნის და მათ სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს, ამ ყველაფერს კი ძალაულების შესანარჩუნებლად აკეთებს.