აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა

04 აპრ 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირების როტაციული წესით შეცვლა პერიოდულად ხორციელდება, რაც საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად“, - განმარტეს შსს-ში.

სად გააგრძელებს საქმიანობას შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ჯერ უცნობია. იგი აჭარის პოლიციას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.