აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა

04 აპრ 2025

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად გიორგი ბუხრაშვილი დაინიშნა. ინფორმაციაs შსს-ში ადასტურებენ. 

აჭარის პოლიციის უფროსის თანამდებობაზე მან გრიგოლ ბესელია ჩაანაცვლა. მანამდე კი  ბუხრაშვილი სამცხე ჯავახეთის პოლიციას ხელმძღვანელობდა.