თემურ ქათამაძემ მეორედ დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა

05 აპრ 2025

ბათუმელმა მედროშემ, თემურ ქათამაძემ მეორედ დაწყებული შიმშილობა შეწყვიტა. ამის შესახებ ის იზოლატორიდან დღეს, გამოგზავნილ წერილში საუბრობს. 

„სადაც არ უნდა ვიყოთ, რა პირობებში არ უნდა ვიყოთ, ჩვენი ბრძოლა ყველგან გაგრძელდება ბოლომდე, სახელოვნად გამარჯვებამდე!“, - წერს თემურ ქათამაძე. 

ქათამაძემ ხელმეორე შიმშილობის დაწყების შესახებ 1-ელ აპრილს განაცხადა. მანამდე, ის 48 დღის განმავლობაში შიმშილობდა, რის გამოც სამედიცინო დახმარებაც დასჭირდა და კლინიკა "ვივამედშიც" გადაიყვანეს.