„ ერთი დღე ჯარში“ - პროექტი მოსწავლეებისთვის

06 აპრ 2025

„ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში მე-6 საარტილერიო ბრიგადამ სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, ახალგაზრდებმა საარტილერიო ბრიგადაში ქვედანაყოფის ინფრასტრუქტურა, სამხედროების საცხოვრებელი პირობები და ჯარისკაცის ეკიპირება დაათვალიერეს, გაეცნენ ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო შეიარაღებას და სიმულაციური კლასითაც დაინტერესდნენ.