სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელი ცესკო-ს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

06 აპრ 2025

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელი ცესკო-ს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსარჩელე მხარე ითხოვდა ცესკო-ს იმ დადგენილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

ახალი დადგენილებით დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, ცესკო-ს დადგენილებით, არჩევნების დღეს, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვეღარ შეძლებენ.