დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება

01 მაი 2017

რეჟისორი ნუგზარ გაჩავა ნოდარ დუმბაძის სევდითა და იუმორით აღსავსე სამყაროს აცოცხლებს. “ღმერთო რისთვის?” ამ სახელწოდების სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებები დრამატულ თეატრში 12 მაისიდან დაიწყება. 1937 წლის რეპრესიები და ქართულ-სომხური ოჯახი. თავგადასავლები და ისტორიები გადასახლებიდან დაბრუნებული ახალგაზრდა კაცის შესახებ. რისი თქმა სურს რეჟისორს და ზოგადად, რას ნახავთ სპექტაკლში, ამაზე ქეთი კაცაძე მოგიყვებათ.