დაკავება ნარკოდანაშაულისთვის

07 აპრ 2025

ნარკოდანაშაულის კიდევ ერთი ფაქტი. ამჯერად კახეთში. ნარკოტიკის გასაღების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავა კახეთის პოლიციამ - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი.

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირის პირადი, ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან, შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - „ალფა-პვპ" ნივთმტკიცებად ამოიღეს. 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.