დღეიდან ნასამართლობის შესახებ ცნობას იუსტიციის სახლები გასცემენ

02 მაი 2017

დღეიდან ნასამართლობის შესახებ ცნობის აღება, იუსტიციის სახლის ყველა ფილიალშია შესაძლებელი.
თუ ცნობის არება გსურთ, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი დაგჭირდებათ. ნასამართლეობის შესახებ ცნობას 5 სამუშაო დღეში გადმოგცემენ, სერვისი მოქალაქეებისთვის უფასოა.

თუ ცნობის აღება გეჩქარებათ, მაშინ თანხის გადახდა მოგიწევთ. ერთ სამუშაო დღეში ცნობის აღების საფასური - 25 ლარია, ხოლო 3 სამუშაო დღეში - 15 ლარი.