9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა

09 აპრ 2025

9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

დარბევის შედეგად დაიღუპა 21 და დაშავდა 400-ზე მეტი მოქალაქე. ხოლო ასობით პირი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, ორი წლის შემდეგ კი უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.