9 აპრილის მემორიალთან დილიდან მოქალაქეები იმყოფებიან - პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქცია

09 აპრ 2025

დილიდან ხალხმრავლობაა თბილისში, რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან. ტერიტორიაზე საპროტესტო აქციებზე დაკავებულების მშობლები, ოჯახის წევრები და რიგითი მოქალაქეები რჩებიან.

ისინი ამბობენ, რომ ადგილზე მისულ მთავრობის წევრებს დისკომფორტი შეუქმნან. მათ 9 აპრილის მემორიალთან ცოცხალი ჯაჭვიც გააკეთეს.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ცოტა ხნის წინ,  9 აპრილის მემორიალთან საჯარო მოხელეების გამოჩენას ხმაური მოჰყვა. თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილეს კონსტანტინე ზარნაძეს მოქალაქეებმა 9 აპრილის მემორიალთან მისვლის შესაძლებლობა არ მისცეს. ადგილზე მისვლის საშუალება ასევე არ მისცეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრ დავით ფაცაციას.