ბომბორას წევრებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

09 აპრ 2025

ქობულეთის საფეხბურთო კლუბ "ბომბორას" ფეხბურთელებმა დღეს პატივი მიაგეს 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ, გარდაცვლილთა ხსოვნას. ნორჩმა ფეხბურთელებმა ყვავილებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი.