ევროპის ჩემპიონატზე დღეიდან ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ

11 აპრ 2025

დღეიდან სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

ხალიჩაზე პირველ დღეს 55, 63, 77, 87, და 130 კგ წონითი კატეგორიების ფალავნები იჭიდავებენ:

  • 55 კგ – ვახტანგ ლოლუა;
  • 63 კგ – ბექა გურული;
  • 77 კგ – რამაზ ზოიძე;
  • 87 კგ – აჩიკო ბოლქვაძე;
  • 130 კგ – სულხან ბუიძე.

​შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ დასრულდა ევროპის ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.