ნიუ-იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა

11 აპრ 2025

ნიუ იორკში ვერტმფრენი მდინარე ჰუდსონში ჩავარდა, დაღუპულია ექვსი ადამიანი. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ წერს. ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:15 საათზე ჯერსი სითის მახლობლად მოხდა, სადაც ვერტმფრენი მდინარე ჰუდსონში ჩავარდა.

ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ბორტზე ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი ზრდასრული და სამი ბავშვი იმყოფებოდა.

ადგილზე მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები.