საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს

11 აპრ 2025

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა "სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.