ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას ავრცელებს

11 აპრ 2025

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს.

"დაშვებულზე დიდი ხნით დარჩენა ან არალეგალურად მუშაობა მკაცრად ისჯება. 

თუ ვიზის ვადის ამოწურვის შემდეგ დარჩებით, ან იმუშავებთ უფლების გარეშე, დაარღვევთ აშშ-ის კანონს. 

შესაძლებელია დაგაპატიმრონ, გაგაძევონ და სამუდამოდ აგიკრძალონ აშშ-ში შესვლა" - წერია აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.