რუსეთსა და უკრაინას შორის მიმოწერის არხი შეიქმნა - რუსი დიპლომატი

11 აპრ 2025

რუსეთსა და უკრაინას შორის ნოტური მიმოწერის არხი შეიქმნა - ინფორმაციას ამის შესახებ რუსი დიპლომატი ავრცელებს. ალექსეი პოლიშჩუკის თქმით, მოსკოვი და კიევი ნოტურ მიმოწერას ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ორი ქვეყნის საელჩოს მეშვეობით აწარმოებენ.

პოლიშჩუკი აღნიშნავს, რომ საკომუნიკაციო არხი ძირითადად სამართლებრივ და საკონსულო საკითხებზე მუშაობს.

დაამატა, რომ მოსკოვი ღიაა სერიოზული წინადადებების განხილვისთვის.