პოლონელი ჟურნალისტები ბათუმში

02 მაი 2017

აჭარაში პოლონელი ჟურნალისტები იმყოფებიან. ისინი 3 დღის განმავლობაში რეგიონის ღირშესანიშნაობებსა და კულტურულ ცენტრებს დაათვალიერებენ. ისინი ადგილობრივი სამზარეულოს კერძებსაც დააგემოვნებენ და მათი მომზადების წესებსაც გაეცნობიან. აჭარის ტურიზმისა და კურორტების  დეპარტამენტი ჟურნალისტების მასპინძლობას კიდევ 13 ქვეყნიდან  გეგმავს.