ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე ყინვაა მოსალოდნელი - გარემო

12 აპრ 2025

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოსალოდნელი ყინვის შესახებ აფრთხილებს.

"13 აპრილს, ღამისა და დილის საათებში, შიდა ქართლში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება -2, -4, ხოლო ქვეყნის მთიან რაიონებში -4, -6 გრადუსამდე. უარყოფითმა ტემპერატურამ შესაძლებელია, ყვავილობის ფაზაში მყოფი ხეხილის და საშემოდგომო ხორბლის ნათესების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)", - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზში.