წულუკიანის განცხადება და პროტესტი საცხოვრებელ სახლთან

12 აპრ 2025

პროტესტი თეა წულუკიანის საცხოვრებელთან - გვიან ღამით აქცია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის  სახლთან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განცხადების გაკეთების შემდეგ დაიგეგმა. შეკრებილებმა წულუკიანის მიერ საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის კონტექსტში ნათქვამი ფრაზა - „ყველა ბავშვს სჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ განწირული ვიღაცის პიარისთვის“ - გააპროტესტეს. თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის მიზნებზე საუბრისას აგვისტოს ომის ეპიზოდი გაიხსენა და თქვა, რომ სააკაშვილმა ჯარი და მშვიდობიანი მოსახლეობა გაწირა.