პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება

13 აპრ 2025

პარლამენტი, მომავალ კვირას, "ქართული ოცნების" საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს, რომლის ამოქმედების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებს პოლიტიკური პარტიებისთვის ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა აეკრძალებათ. ამავე პაკეტის ფარგლებში გათვალისწინებულია ისიც, რომ საერთაშორისო დონორები გრანტს მთავრობის თანხმობის გარეშე ვეღარ გასცემენ. "ქართული ოცნების" საკანონმდებლო პაკეტს 14 აპრილს, პირველი მოსმენით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს. ამის შემდეგ საკანონმდებლო პაკეტი პლენარულ სხდომაზე გავა.