პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გიორგი გახარიას ელოდებიან

14 აპრ 2025

"ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაზე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია დაიბარეს. განხილვა დღეს 12 საათზეა ჩანიშნული, თუმცა ცნობილია, რომ ზუსტად ამ დროს პარტია „ საქართველოსთვის“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი ჩაინიშნა.

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გახარია დაბარებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით.