„დინამო“ ბათუმი VS „სამგურალი“ წყალტუბო

14 აპრ 2025

დღეს საქართველოს ეროვნული საფეხბურთიო ჩემპიონატის მორიგ ტურში „დინამო“ ბათუმი წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს.

ბათუმელებს 15 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე არიან, რაც შეეხება „სამგურალს,“ გუნდი 8 ქულით მეშვიდე პოზიციას იკავებს.

„დინამოს“ და „სამგურალის“ მატჩი დღეს აჭარაბეთ არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.