უნგრეთში დაბრუნების შემდეგ გიორგი ბერიძემ მორიგი გოლი გაიტანა

14 აპრ 2025

უნგრეთის ჩემპიონატში დავით კობოურის და გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ „დებრეცენს“ უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. გიორგი ბერიძე „უიპეშტის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და 67 წუთი ითამაშა.  მან თავი 48-ე წუთზე გამოიჩინა, როდესაც ანგარიში გახსნა და გუნდი დააწინაურა.

საბოლოოდ კი მაღალი შეფასება – 7,9 ქულა მიიღო. კობოური კი, ბოლო ორი მატჩია სათადარიგოებშია.