ბათუმელი ძიუდოისტი ევროპის თასის ვიცე ჩემპიონია

14 აპრ 2025

თბილისში გამართულ ევროპის თასზე კადეტთა შორის ძიუდოში წარმატებით იასპარეზა ბათუმის სპორტის სასახლის სპორტსმენმა საბა ბოლქვაძემ.

ვახტანგ ზოიძის შეგირდმა 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

საბა ბოლქვაძე საქართველოს ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და ბერლინში გასამართი ევროპის თასისთვის ემზადება.