სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგი

15 აპრ 2025

კვერცხის სარეალიზაციო, სასაწყობე და მწარმოებელ ბიზნესოპრეტორებს, ასევე საცხობებსა და საკონდიტროებს მთელი ქვეყნის მასშტაბით სურსათის ეროვნული სააგენტო  ამოწმებს. მონიტორინგი აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.  ინსპექტირების ჯგუფები შეამოწმებენ  წარმოების პროცესში სანიტარიულ-ჰიგიენურ სტანდარტებს, სურსათის შენახვის პირობებსა და   ვადებს. გარდა ამისა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა რამდენად არის დაცული  მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესი.