რუსეთმა ქვეყნიდან რუმინელი დიპლომატები გააძევა

15 აპრ 2025

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოსკოვში რუმინეთის საელჩოს  საქმეთა დროებითი რწმუნებული ლილიანა ბურდა დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაცია ლავროვის უწყებამ დამატებითი განმარტებების გარეშე გაავრცელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოგვიანებით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ქვეყნიდან ორი რუმინელი დიპლომატი გააძევა.  ეს მოსკოვის საპასუხო ნაბიჯია გასულ თვეში ბუქარესტის მიერ რუსი დიპლომატების გამოძევებაზე.  რუმინეთმა ისინი დიპლომატიური წესების დარღვევაში დაადანაშაულა.