ავარია ბათუმში - ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა

15 აპრ 2025

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ავარია მოხდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.