პრეზიდენტის ვიზიტი აზერბაიჯანში

15 აპრ 2025

აზერბაიჯანში, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. ოფიციალური ინფორმაციით, ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიხეილ ყაველაშვილის დახვედრის ცერემონია გაიმართა.
„მიხეილ ყაველაშვილს აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პირველი ვიცე-პრემიერი იაგუბ იუბოვი დახვდა. „ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ყაველაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უმასპინძლებს.
დაგეგმილია მაღალი დონის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.