"ლილო მოლის" ტერიტორიაზე ხანძარია

16 აპრ 2025

"ლილო მოლის“ ტერიტორიაზე ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. 

განახლება: "ლილო მოლში" გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.