გამწვანების აქცია -წითელი სალვიას 1000-ზე მეტი ძირი მემედ აბაშიძის ქუჩაზე

03 მაი 2017

ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ქალაქის გამწვანებას განაგრძობს. ბათუმში, საყვავილე კლუმბებში გაზაფხული-ზაფხულის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვან ყვავილებს  რგავენ. ამჯერად,  წითელი სალვიას 1000-ზე მეტი ძირი მემედ აბაშიძის ქუჩაზე, მთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა დარგეს.