საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ რევაზ ნადარაია აირჩიეს

16 აპრ 2025

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს. ამ თანამდებობაზე სასამართლოს პლენუმმა მოსამართლე რევაზ ნადარაია აირჩია. ნადარაია საკონსტიტუციო  სასამართლოს 5 წლის ვადით უხელმძღვანელებს.

მანამდე კი თავმჯდომარის თანამდებობას მერაბ ტურავა იკავებდა,რომელსაც უფლებამოსილების ვადა მარტის ბოლოს ამოეწურა.