პოლონეთმა რვა ქართველ სამართალდამცველს სანქციები დაუწესა

18 აპრ 2025

პოლონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 8 ქართველ სამართალდამცველს.   პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ: რომ  „საქართველოში ოპოზიციის მზარდი რეპრესიების პასუხად, პოლონეთმა სამართალდამცავი სტრუქტურების რვა წარმომადგენელს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საპროტესტო აქციების მონაწილეთა მიმართ ძალადობაზე, აუკრძალა პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლა. პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოს საზოგადოების პროევროპულ მისწრაფებებს“-  ნათქვამია განცხადებაში.