რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს

19 აპრ 2025

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული მებრძოლების ცხედრები გაცვალეს. კიევმა 909 სამხედროს ნეშტი დაიბრუნა, მოსკოვმა – 41.

პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მონაწილეობდა.

გარდაცვლილი სამხედროები, ძირითადად, კურახოვის, ზაპოროჟიის, სუმისა და ხარკოვის ტერიტორიებზე იბრძოდნენ.

შემდეგი ეტაპი ცხედრების იდენტიფიცირების პროცესია.