20 და 21 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება

19 აპრ 2025

20-21 აპრილს, მგზავრებისთვის ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება უფასო იქნება.

ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

"აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 20 და 21 აპრილს ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება", - წერია უწყების განცხადებაში.