ნისლის გამო თელავივი-ბათუმის რეისი აეროპორტში ვერ ჯდება

20 აპრ 2025

ბათუმის აეროპორტში თელავივი-ბათუმის რეისის თვითმფრინავი ვერ ჯდება. 

როგორც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ტელევიზიას განუცხადეს, მიზეზი ნისლიანი ამინდია. მათივე ინფორმაციით, ბორტი 11:15 საათზე უნდა დამჯდარიყო, თუმცა პირველ მცდელობაზე ვერ დაჯდა და წრიულად დაფრინავს.

თვითმფრინავი, ამ წუთებში, ზღვის თავზე მანევრირებს.

როდის დაჯდება რეისი ასაფრენ ბილიკზე, ჯერჯერობით, უცნობია.