სომეხთა სამოციქულო ეკლესია აღდგომას ზეიმობს

20 აპრ 2025

იესო ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობს სომეხთა სამოციქულო ეკლესია.  დღესასწაულთან დაკავშირებული საზეიმო წირვა-ლოცვა  ბათუმის სურბ ფერკიჩის სახელობის სომხურ სამოციქულო ეკლესიაში გაიმართა. საზეიმო მსახურებას  აჭარის სომხური ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი არარატ გუმბალიანი უძღვებოდა.