რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

21 აპრ 2025

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 აპრილს ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, აქციის მონაწილეებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ორივე დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დააკავეს გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე.