ქო­ბუ­ლე­თი-ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით გზა­ზე ავარია მოხდა 

21 აპრ 2025

ქო­ბუ­ლე­თი-ბა­თუ­მის შე­მოვ­ლით ცენ­ტრა­ლურ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ავარიის გამო, საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო, ამ დროისთვის კი ნაწილობრივ აღდგენილია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.