საჯარო ლექცია ე.წ. სხეულის ენაზე

03 მაი 2017

ე.წ.სხეულის ენისა და ეფექტური კომუნიკაციების ექსპერტმა გიორგი გიორგაშვილმა ბათუმელი ახალგაზრდებისთვის საჯარო ლექცია გამართა. მოწვეულმა ექსპერტმა შეხვედრაზე ისეთ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგრიცაა სხეულის ენის საიდუმლოებანი და მათი ამოცნობა-გამოყენება, ადამიანებზე გავლენის და შთაბეჭდილების მოხდენის ხელოვნება. გიორგაშვილი  5 წიგნის ავტორია, მათ შორისაა ,,სხეულის ენა და აზრების წაკითხვის ხელოვნება“, რომელიც 2016 წელს საქართველოში ყველაზე გაყიდვადი  გახდა.