გიორგი ვაშაძეს დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

23 აპრ 2025

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა. 

გიორგი ვაშაძეს ბრალი გააცნეს, სასამართლო პროცესი კი ჯერჯერობით არ ჩანიშნულა.

გამოძიება 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს და სასჯელის ზომად ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.