შეხვედრა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტთან 

23 აპრ 2025

ვაშინგტონში საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის რეგიონალურ ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი შეხვდა.

მხარეებმა კორპორაციის პრიორიტეტები განიხილეს საქართველოში კერძო სექტორის დაფინანსების კუთხით ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა ენერგეტიკა, მრეწველობა, ტრანსპორტი  და შუა დერეფნის შემდგომი განვითარება.