ეუთოს გენერალური მდივნის ვიზიტი - შეფასებები

24 აპრ 2025

ოპოზიციის შეხვედრას ეუთოს გენერალურ მდივანთან შეფასებები მოჰყვა მმართველ გუნდში. ,,ქართულ ოცნებაში’’ აცხადებენ, რომ  ,,ნაცმოძრაობა’’ პირდაპირ დავალებების მიმცემებისგან იმართებიან, და მიიღეს დავალება, რომ ახლა არ ივარგებდა თუ ეუთო-ს გენმდივანს არ შეხვდებოდნენ, ამიტომ  პოზიცია  შეცვალეს.  

მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ როგორმე საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს იმიჯი შელახონ.

ოპოზიციის მიზანი  ქვეყანაში  კრიზისის შექმნაა - ამბობენ ,,ხალხის ძალაში’’.