რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიამდე რომში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება

25 აპრ 2025

პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით რომში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.  საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის ცნობით, პაპის დაკრძალვის ცერემონიას 200 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრება. მათ შორის იქნებიან აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ესპანეთიდან, შვედეთიდან და ბელგიიდან, ასევე სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები.

გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ წმინდა პეტრეს მოედანზე 2 ათასი პოლიციელი იქნება მობილიზებული.

დაკრძალვის ცერემონია შაბათს, ადგილობრივი დროით, დილის 10 საათზე დაიწყება.