რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეებად ლევან ზაუტაშვილი და ზაზა კვიციანი დაინიშნენ

25 აპრ 2025

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველ მოადგილედ  ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიციას ზაზა კვიციანი დაიკავებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, მინისტრის მოადგილეები მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეორგანიზაციის შედეგად ორი სამინისტრო - რეგიონული განვითარების სამინისტრო და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ჩამოყალიბდა. რეგიონული განვითარების მინისტრის პოზიცია კახა გულედანმა, ხოლო ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობა რევაზ სოხაძემ დაიკავა.