მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

29 აპრ 2025

საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 30 მარტს ამოიწურა და საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარედ 5 წლის ვადით რევაზ ნადარაია აირჩიეს.

საკონსტიტუციოს თავმჯდომარედ მერაბ ტურავა 2020 წლის 25 ივნისს პლენუმმა აირჩია.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კი ტურავა 2015 წლიდან იყო.