პარლამენტის სხდომაზე საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს მოისმენენ

29 აპრ 2025

დროებითი საგამოძიებო კომისიის შუალედურ ანგარიშს დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოისმენენ. საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.

პარლამენტმა ასევე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით - 5 ივნისამდე გაგრძელების შესახებ.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის ინფორმაციით, კომისიამ 13 თებერვლიდან 17 სხდომა გამართა, 55 პირი გამოკითხა, მათგან 30-მდე პირი დაზარალებული იყო.