ახალციხეში, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს

01 მაი 2025

ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.