რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს სულ მცირე 10-ჯერ შეუტიეს

02 მაი 2025

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს. დაშავდა სულ მცირე 28 ადამიანი, ხანძრის შედეგად დაზიანებულია უნივერსიტეტი, ინფრასტრუქტურული ობიექტები და  საცხოვრებელი სახლები. 

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ქალაქის მიმართულებით სულ მცირე 10 დარტყმა განხორციელდა. თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე სამაშველო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დაშავებულთა ნაწილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.