ტურიზმის დეპარტამენტის ბიუჯეტი 116 ათას 200 ლარით გაიზრდება

04 მაი 2017

ტურიზმისა და კურორტების სფეროს მართვა და ეფექტიანი განვითარების ხელშეწყობა,  ტურისტული მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, ასევე პროდუქტებისა და სერვისების განვითარება - ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელეს დღეს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საჯარო განხილვაზე.

2018 წლის ბიუჯეტი სავარაუდოდ, 116 ათას 200 ლარით გაიზრდება. დღესვე განიხილეს ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა. მომავალ წელსაც განხორციელდება  პროექტები: „ტურიზმის განვითარების სკოლა“, „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ და „მაგნოლია2018“. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირებიც ესწრებოდნენ.